Sunday, December 18, 2022

შინაარსი

ქორწინება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. ის არის ახალი ცხოვრების დასაწყისი, როცა ორი ადამიანის ბედს უკავშირდებიან ერთმანეთს. ეს არის ქალისა და მამაკაცის საპასუხისმგებლო  გადაწყვეტილება. დაქორწინება  ადვილია, ბედნიერი და იღბლიანი  ოჯახის  შექმნა-ძნელი.

ნაადრევი ქორწინება - ოფიციალური ან არაოფიციალური კავშირი ორ ადამიანს შორის, რომელთაგან  ერთ -ერთს მაინც  არ მიუღწევია 18 წლის   ასაკისათვის.





მიზანი

ჩვენი მთავარი მიზანია მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას ნაადრევი ქორწინების შესახებ. ამის გარდა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ შევეცადოთ ამ ბლოგის საშუალებით გვერდზე დავუდგეთ ნაადრევი ქორწინების მსხვერპლებს. ასევე აზრი შევაცვლევინოთ სხვა ახალგაზრდებს, რათა ისინიც არ გახდნენ ამ პრობლემის მსხვერპლნი.

შედეგი

მოსახლეობის უმრავლესობამ არც კი, იცის რა შედეგები მოაქვს ნაადრევ ქორწინებას. ძალადობის მსხვერპლნი დიდ ზიანს იღებენ მაგალითად: ფიზიკურად,მორალურად, და ყველაზე მთავარი ფსიქოლოგიურად.ამის გარდა, ვინც ამ ძალადობის მსხვერპლნი ხდება,ბევრ რამეზე უწევს უარის თქმა. მაგ.: ოცნებაზე, თავისუფლებაზე, განათლების მიღებაზე და რაც მთავარია ბავშვობაზე. ეს შეიძლება საზოგადოებისთვის ცუდი შედეგის მომტანი იყოს.


- ნაადრევი ქორწინების სტატისტიკა.

 

საქართველოს ეროვნული სამსახურის სტატისტიკის მიხედვით 2009 წელს იქორწინა 1271 ბიჭმა და 5596 გოგონამ. ამის გარდა, საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით ძალიან ბევრი ნაადრევი ქორწინების ფაქტი ფიქსირდება.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით 2011 წლიდან 2013 წლამდე სკოლა 7 367 გოგო (7-9 კლასელი) დაამთავრა.


თუ დავუჯერებთ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2015 წელს არასრულწლოვანი მშობლების უმრავლესობა თბილისში (393), იმერეთში (234), კახეთში და ქვემო ქართლში (189), აჭარა (147), სამეგრელოში (96) ახალგაზრდა გახლავთ.

ყველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაადრევი ქორწინება დიდ ზიანს უყენებს ახალგაზრდებს. ამისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოდ, რომ ამ ძალადობის ბოლო მოვუღოთ.

გადაჭრის გზები :

ამ პრობლემის გადასაჭრელად საქართველოს ხელისუფლებამ 2015-2016 წლებში მიიღო კანონი. ამ კანონის თანახმად, 18 წლამდე გოგონას გათხოვება არ შეუძლია. ამ კანონის მიღების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნადრევი ქორწინების რაოდენობა ცოტა მაინც შემცირდა.

სამოქმედო გეგმა:

ადრეული ქორწინების პრობლემები (სეიმურ)

გამომწევი მიზეზები (ანაჰიტ)

დადებითი და უარყოფითი მხარეები(ვუსალ)