ნაადრევი ქორწინება უამრავ პრობლემას იწვევს, მოზარდები ვერ ასრულებენ სკოლებში საბაზო საფეხურს, ვერ იღებენ ატესტატს, ვერ აბარებენ უნივერსიტეტებში, ეს ყოველივე კი მათ მომავალზე მძიმედ აისახება ასევე განათლებამოკლებილ (არასრულწლოვან) მშობლებს არ შეუძლიათ სწორად აღზარდონ, სახელმწიფოებრივი აზროვნებით შვილი, რაც ქვეყნისთვის დამღუპველია.
ადრეული ქორწინება ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ, ყოველწლიურად ბევრი არასრულწლოვანი გოგონა ქორწინდება განათლების თავიდან აცილებით. ამის თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა გამოსავალი არსებობს. გახსოვდეთ, რომ ადრეული ქორწინება უმეტესად გაუნათლებელ ოჯახებში ხდება. ასეთ შემთხვევებში მშობლები შვილებს ტვირთად აღიქვამენ და სურთ, რომ სწრაფად შექმნან ოჯახი. მაგრამ ჩნდება ასეთი კითხვა - რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ სიტუაციაში? პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია საზოგადოების განათლება. შესაძლებელია არასასურველი სიტუაციების შემცირება ოჯახებისთვის გოგონების განათლების მნიშვნელობის ახსნით და, რა თქმა უნდა, გოგონებსაც აქ ინფორმირება სჭირდებათ.
გასათვალისწინებელია, რომ არასრულწლოვანებს არ აქვთ განვითარებული ოჯახური პასუხისმგებლობა და ვერ აცნობიერებენ რა არის ოჯახი რაც მოგვიანებით იწვევს გარკვეულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს დროთა განმავლობაში. თუ ბავშვი დაიბადება, უფრო დიდი პრობლემები უჩნდება დედას, რომელსაც არ ესმის მისი პასუხისმგებლობა. აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევები გვხვდება არა მარტო გოგონებში, არამედ ბიჭებშიც და კიდევ მსგავსი და განსხვავებული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. რაც მთავარია, ახალგაზრდა ბიჭები ხშირად ვერ აკმაყოფილებენ ოჯახის საჭიროებებს რაც საბოლოოდ იწვევს ოჯახურ პრობლემებს.
თუ ყველა ეს ღონისძიება არ იმუშავებს და ადრეული ქორწინების შემთხვევები კვლავ დაფიქსირდა, მაშინ საჭიროა სადამსჯელო ზომები. ჯერ მშობლები, რომლებიც ცდილობენ ამის გაკეთებას, შემდეგ კი არასრულწლოვანზე დაქორწინების მსურველი უნდა დაჯარიმდეს მძიმედ. თუ ეს არ დაეხმარება, შესაძლებელია დაკავების ზომების მიღება. კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ამ მიმართულებით უფრო დიდ ჯარიმებს დააწესებს.
No comments:
Post a Comment